Wednesday, July 13, 2016

დღე მე-9
ქალბატონმა თამარ დუნდუამ წარმოადგინა პროექტი :"მსოფლიოს შვიდი საოცრება",რომელშიდაც კარგად აქვს გადმოცემული როგორც აღმოჩენილი საოცრებების,ისე ახალ აღმოჩენათა შესახებ.ასევე პროქტები წარმოდგინეს; მთვარისა წიკლაურმა , ნათელა ჯავახიშვილმა, მარინე გონაშვილმა, ლალი ძამიაშვილმა, თინათინ კონსტანტინიდმა, ლია აბაშიძემ, ვაჟა ორველაშვილმა ,მზია ოსიაშვილმა და მარინე ტურაშვილმა,რომლებმაც საინტერესო თემები წარმოადგინეს პრეზენტაციაზე
მადლობას ვუხდით ქალბატონ მანანა კვინიკაძეს საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობისათვის.

Thursday, July 7, 2016

დღე მე_8
მოვისმინეთე პროცედურები,ჩავასწორეთ გეგმები,ფასილიტაციისათვის შევქმენით ონლაინ კითხვარი,რაც დაეხმარება მოსწავლეებს ჩაატარონ გამოკითხვები სოციალურ ქსელში.

Wednesday, July 6, 2016

დღე-7
გავეცანით კომენტარების გაკეთებას ,ვისწავლეთ ერთმანეთის ბლოგებზე გაგზავნა.გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის შესახებ პრეზენტაციას.შევავსეთ დიფერენცირების კითხვარი.დავიწყეთ პროექტის გეგმის მსვლელობის პროცედურის შევსება მიზნებისათვის. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებისთვის, შეფასების 5 მიზნისთვის და მოსწავლეთა დიფერენცირებისთვის.

Wednesday, June 29, 2016

დღე მე-6
შევამოწმეთ  რჩევები და რეკომენდაციები,დავიწყეთ შეფასების რუბრიკის გადაკეთება გავეცანით შეფასების რუბრიკებს და მიზნების შესაბმისად ჩავწერეთ
 ინდიკატორები.ვისწავლეთ ფეიჯების ატვირთვა ბლოგზე და ჩვენი პორტფოლიო  გამოვაქვეყნეთ.
დღე  მეოთხე
გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს მეორე მოდულის მესამე აქტივობიდან ოთხი განმავითარებელი და ერთი განმსაზღვრელი.თითოეული მიზნისათვის დავწერეთ შესაბამისი მეთოდები და ინსტრუმენტები, რომელსაც გამოვიყენებთ როგორც პროექტის როგორც დასაწყისში მუშაობისას, ისე მსვლელობისას და დასასრულისას.
მოსწავლეთა საჭიროების შესაფასებლად შევქმენით დიაგრამა  ვიცი ,მინდა ვიცოდე, ვისწავლე.

Tuesday, June 28, 2016


დღე 3 გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებს და ნიმუშებს.ჩამოვწერეთ ზოგადი თემატური და შინაარსობრივი კითხვები. დავწერეთ ისეთი კითხვები , რომლებიც გაგვიყვანს მაღალ სააზროვნო უნარებზე.ყველა ინდიკატორს  ,შეუსაბამეთ  მიზნები . დრაივზე ავტვირთეთ პორტთოლიო.

უნდა წავიკითხოთ მე-2 მოდულის 1-ლი და მე-2  აქტივობა,
.

Wednesday, June 22, 2016

 დღე მეორე
მოვისმინეთ პროექტის იდეები დავიწყეთ გეგმის შევსება პროექტის შინაარსი უნდა იყოს მოკლე. დასკვნებს აკეთებენ  მოსწავლეები.ამოვიწერეთ შედეგები და ინდიკატორეები. რომელიც გადავაგზავნეთ ელ ფოსტით,



პროექტზე მუშაობისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:
მკაფიოდ ჩანდეს პრობლემა
პროექტი უნდა უკავშირდებოდეს რეალურ ცხოვრებას
გავეცანი პროექტზე მუსაობას. ვიუვერის გამოყენებას.